|
2022-07-21 19:21:24, 1182 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება
უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება. - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა. "მომავალი 10 დღის განმავლობაში ველოდებით ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას. მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)