|
2022-07-21 17:17:34, 759 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „მწვანე ხეივანი“ 55,965 კვ.მ-ზე 7 საცხოვრებელ ბლოკს, დახურულ აუზს, სპა ზონას, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს და კომპლექსი 30 სხვადასხვა ტიპის, 684 ბინისგან შედგება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს, „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული ინვესტიცია კი 14 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება და „მწვანე ხეივანის“ დასრულება 2024 წელს იგეგმება. „მწვანე ხეივანი“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს შესთავაზებს. პროექტი მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ღია ფიტნესს და საბავშვო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ადგილზე ასევე მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველობილიკები თავისი ველოსადგომით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი ვუზრუნველყოთ „მწვანე ხეივანის“ მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის, კომპლექსის ლობიში განთავსდება კონსიერჟი, დახურული ეზო კი 24 საათიანი დაცვითა და კამერებით აღიჭურვება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“, - აცხადებს გრადას გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია ლაბაძე. „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია აღნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. „გრადა“ 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე, პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ მორიგ პროექტს - „მწვანე ხეივანს“, რომელიც დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც აღნიშნული სექტორის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე“,- განაცხადა ვალერი ნარსიამ.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)