|
2022-07-21 14:10:31, 548 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენებს საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა გააცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა. თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებს, საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოცდილება გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტუბერკულოზის მართვის მოდელი, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტურ თანამშრომლობას ემყარება. „აქტიური თანამშრომლობა იძლევა პაციენტების დროული გამოვლენის და ეფექტური მართვის შესაძლებლობას,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეხვედრა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა. ტურის მიზანი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გამოცდილების, მისი ორგანიზების და გლობალური ფონდის პროექტის დანერგვის პრინციპების შესწავლა, ასევე უზბეკეთსა და ყირგიზეთთან ტუბერკულოზის პროგრამების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. დელეგაციების წევრები მკურნალობის მეთოდების, მათ შორის, FAST მეთოდიკის უკეთ გაცნობის მიზნით რეგიონების ტუბერკულოზის კლინიკებსაც დაათვალიერებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)