|
2022-07-21 11:09:15, 1307 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 25 ივლისს, 20:00 საათზე, DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი და დიჯიტალიზაციაში ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი, ქეთი მეფარიშვილი გაუძღვება. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება - დასწრება როგორც Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე ფიზიკურად, მედიალაბში იქნება შესაძლებელი. ღონისძიება განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვს. ინიციატივა DataFest Tbilisi-ის, მედიალაბის, საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის პარტნიორობით ხორციელდება. „საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ საინტერესო შეხვედრას. ღონისძიებაზე აუდიტორია მარკეტინგში მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებზე შეიტყობს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. დარწმუნებული ვართ, აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი იქნება ქეთი მეფარიშვილის მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3RRFelw გაითვალისწინეთ, ფიზიკურ სივრცეში დასწრებას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული შეძლებს. ინფორმაციისთვის, ქეთი მეფარიშვილს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)