|
2022-07-20 16:03:20, 873 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - თუ ვთვლით, რომ ევროპარლამენტარის ქმედება კრიმინალების სასარგებლოა, უფლება გვაქვს ვისაუბროთ
როდესაც ვთვლით, რომ შეიძლება ევროპარლამენტარის ქმედება იყოს კრიმინალების სასარგებლო, უფლება გვაქვს ვისაუბროთ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ,მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს უფლება მასაც და მის ყველა კოლეგას აქვს. "როდესაც ვთვლით, რომ რომელიმე აქტივობით ან, რომელიმე მოსაზრების დეკლარირებით, არ ვიცი ნებისმიერი ქმედებით, შეიძლება ვინმეს ქმედება, მათ შორის ევროპარლამენტარის, იყოს ამ შემთხვევაში სასარგებლო კრიმინალებისა და კრიმინალების აქტივობისა, რასაკვირველია ამის თაობაზე მაქვს უფლება მეც და ჩემს ყველა კოლეგას, რომ ვისაუბროთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)