|
2022-07-20 13:07:27, 499 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში ღონისძიება გაიმართება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 23 ივლისს, დიდი დიღმის ახალ პარკში ბენდ Killages კონცერტი და სხვადასხვა საბავშვო და სპორტული აქტივობა გაიმართება. „გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში (მირიან მეფის ქუჩა) დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პოპულარული ახალგაზრდული ბენდის - Killages კონცერტი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება DJ-ის პროგრამა. რაც შეეხება საბავშვო ნაწილს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზე მისულ პატარებს მეზღაპრის, ხატვისა და ილუსტრატორთა კუთხეები, თითებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები დახვდებათ, სპორტულ ნაწილში კი გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეები იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. „აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)