11:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 13:06:17, 523 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოაწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ, რადგან აქამდე მათ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლა უწევდათ.  

„ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელანიის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო.  დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.

მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 684 857 ლარი დაიხარჯა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics