|
2022-07-19 17:27:18, 1043 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი გვარამიაზე - არსებობს სასამართლოს გადაწყვეეტილება, რა პოლიტმატირობაზეა საუბარი
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავაშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატირობაზეა საუბარია. - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. " რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც არის უკმაყოფილო განაჩენით, მან უნდა გაასაჩივროს და ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. ამ საქმეში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, როგორც იცით უკმაყოფილია როგორც ბრალდებული, ისე მბრალდებელი, ორივემ გაასაჩივრა, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. რაც შეეხება მოწოდებებს, იქ იყო ერთი კონკრეტული განცხადება, რომელიც მიანიშნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, ასეთი პირდაპირი მოწოდებებუ, მინიშნებები, შეფასებები, ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იქნას როგორც ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავაშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატირობაზეა საუბარია" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრამდე გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)