|
2022-07-19 13:19:10, 825 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა, პრეზიდენტსა და მთავრობაზე თავდასხმას გულისხმობს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთავრობას“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. "ქართულმა ოცნებამ მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი“.ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი „ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“, - ამბობს კრამერი. მისი აზრით, ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, „რიტორიკა მძიმდება. ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ „ქართული ოცნების ოფიციალური“ პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ბევრი მისი ქმედება ბოლო დროს არასწორი მიმართულებით ვითარდება და პრობლემები არა ამერიკის ელჩში, დასავლელ ანალიტიკოსებში ან სხვებში უნდა ეძიოს, არამედ მიხვდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ბევრი უცხოელი მეგობრის შეშფოთებას გამოხატავს,"- აცხადებს დევიდ კრამერი. ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მმართველი გუნდისა და მისგან სულ ცოტა ხნის წინ გამოყოფილი დეპუტატების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. ელჩს რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ან ამის მსურველი ძალების მხარდაჭერაზე საუბარი სრულიად აბსურდულია. დეგნანმა მის მიმართ კრიტიკულ წერილს ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე“ უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეგნანის პასუხი შეაფასა და თქვა, რომ ელჩის რეაქცია „დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“ იყო. დეგნანმა ამ „პასუხის პასუხის“ შემდეგ, საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)