|
2022-07-14 19:27:41, 1211 ნახვა
ომი უკრაინაში
სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს
არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს. - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მისივე თქმით, ის არ დარდობს იმაზე, რომ არ გაემგზავრა მოსკოვში გაზის ფასზე მოსალაპარაკებლად. "არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ის უნდა დავუცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ნვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ეს არ გვაინტერესებდა. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაწარმოებთ, შედეგს 4-5 წელიწადში მოიტანს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)