05:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 15:31:09, 1001 ნახვა

საზოგადოება
„მედიის ადვოკატირებისთვის“ - ჟურნალისტების ფარული მოსმენა ამძაფრებს ეჭვს, რომ ჩანაწერი სუს-ს ეკუთვნის

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ეხება, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

"პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 13 ივლისს ტელეკომპანიების „მაესტროს” და „იმედის” ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, „მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics