|
2022-07-13 19:01:03, 1244 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ხერსონის ოლქში რუსული საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ხერსონის ოლქში, ნოვოპეტრივკას მახლობლად რუსული საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა. - განაცხადა შეიარაღებული ძალების კახოვკას ჯგუფმა. მათივე თქმით, მტერს ძლიერი დარტმები მიყენეს. "ხერსონის ოლქში, ნოვოპეტრივკას მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პერსონალი, რომელიც იქ იმყოფებოდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)