|
2022-07-13 15:34:08, 690 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ 1000- ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობაა. როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება. „ფორუმში მონაწილეობა 80-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა ორგანიზაციამ მიიღო. მათ 1000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი და რაც ძალიან სასიხარულოა, ღონისძიებას 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ეწვია. ამ ტიპის ფორუმები მსურველებს დასაქმებაში ეხმარება, რადგან აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებზე და რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ გაუზიარონ ინფორმაცია“,- განაცხადა ნინო ველთაურმა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი,კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)