|
2022-07-13 14:33:38, 908 ნახვა
მსოფლიო
კუბილიუსი - საქართველოში ერთი ოლიგარქია და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი
საქართველოში ერთი ოლიგარქია და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი,- აცხადებს ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილი, მისივე თქმით, მიუხედავად პარლამენტში შექმნილი დეპოლარიზაციის კომისიისა, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები პოლარიზაციას ზრდის. "სართველოს ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან,თუ რას ნიშნავს 12 პუნქტი. მაგალითად, პირველი პუნქტი ქართული პოლიტიკური სივრცისგან ითხოვს დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით ნაბიჯების გადადგმას. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში შექმნეს დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია, მაგრამ, თუ მათ გამონათქვამებს მოვუსმენთ, ისე ჩანს, თითქოს, პოლარიზაციის გაზრდას ცდილობენ. ყველას დაბრალება, მათ შორის აშშ-ს ელჩის და ახლა ევროკავშირისაც, რომელიც, როგორც მიკაელ გალერმა ირაკლი კობახიძის ციტატა მოიყვანა, რომ ჩვენ საქართველოს ომისკენ ვუბიძგებთ, რაც სრული აბსურდია და ეს ჟღერს როგორც კრემლის პროპაგანდა. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია ყველაფერში დამნაშავე. ახლა საქართველოს მმართველი პარტიაც მსგავს რამეს ამბობს. მათ ასევე არ ესმით დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა. ოლიგარქი ადამიანია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობს. . ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია საქართველოში და მისი სახელი ვიცით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.თქვა ევროპარლამენტარმა. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)