|
2022-07-13 10:46:29, 628 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით; განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში; ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია. მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)