16:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 14:46:57, 1172 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი - ბიძინამ რაც გააკეთა, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ

არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? - ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ევროპარლამენტარი მაიკ გალერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ის, რაც ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია, გააკეთოს სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ.

"არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას", - თქვა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ “თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან”. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics