|
2022-07-12 10:21:20, 803 ნახვა
მსოფლიო
ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება - ერდოღანსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო ზარი შედგა
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლა ფაშინიანმა და თურქეთის ლიდერებმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს პირობა დადეს, რომ დაეყრდნონ ახლახან დაარსებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის, ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას. პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივი პროცესის მნიშვნელობა " ერდოღანი და ფაშინიანი ელიან შეთანხმებების სწრაფ შესრულებას თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შესახებ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის დაშვების შესახებ. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ 1 ივლისს მიღწეული შეთანხმებები უახლოეს მომავალში განხორციელდება",- ნათქვამია განცხადებაში. ორი მეზობელი სახელმწიფოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს ნორმალიზაციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც 1 ივლისს ვენაში გაიმართა. გასულ კვირას ფაშინიანმა სომხეთის სამთავრობო უწყებებს დაავალა მჭიდროდ ითანამშრომლონ თურქ კოლეგებთან შეთანხმებების „რაც შეიძლება მალე“ განსახორციელებლად. ორ ქვეყანას არასოდეს დაუმყარებია ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები და მათი საერთო საზღვარი დაკეტილია 1990-იანი წლებიდან. 11 ივლისის ზარი იყო ფაშინიანის პირველი პირდაპირი კონტაქტი ერდოღანთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)