|
2022-07-11 21:41:14, 1673 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ოლიგარქი - მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან
მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან. - განაცხადა უკრაინელმა ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა. მისივე თქმით, მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით განსაზღვრული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით. "მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან. ამ კვირაში Media Group Ukraine უარს იტყვის ჩვენი არხების ყველა სამაუწყებლო და სატელიტური ტელევიზიის ლიცენზიაზე და ბეჭდური მედიის ლიცენზიაზე უკრაინაში სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასევე შეწყვეტს ონლაინ მედიის საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მედიაჰოლდინგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა $1,5 მილიარდს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)