|
2022-07-11 20:25:12, 1687 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა
დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა. - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ. მისივე თქმით, ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ისინი იმედოვნებდნენ ან ელოდნენ. "ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით ან ველოდით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ და მოვლენების განვითარებას პასიურად ვადევნოთ თვალი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ხშირად და ღიად ჩვენი მხარდაჭერის დაფიქსირებით, პუტინის რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებითა და ომრხრივად და მრავალმხრივად უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)