|
2022-07-11 18:17:17, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - უკრაინის ყველა მოქალაქეს დღეიდან ვაძლევთ უფლებას რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებულად მიიღონ
უკრაინის ყველა მოქალაქეს დღეიდან ვაძლევთ უფლებას ჩვენი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურების საფუძველზე მიიღონ. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, მთავარი რაც ამ პროცედურის მიზანია რუსეთის მოქალაქეობა ცხოვრების გარეშე მიღების საშუალებას იძლევა. "დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად, გამარტივებული წესით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)