|
2022-07-11 18:10:28, 1001 ნახვა
საზოგადოება
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე ბენ სტადარტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის მხარდაჭერით და საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით გამართულ Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებთან შერჩევის სხდომასა და მათთან შეკითხვების ფორმირებაზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ასევე, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)