|
2022-07-11 17:22:13, 1373 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში, 3-8 ივლისს ასოციაცია “ანიკას” ორგანიზებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური სერვისების გაცნობა, მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის პრაქტიკის გაზიარება. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების - ლანჩხუთის, ბაღდათის, ხარაგაულის, ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურისა და შუახევის მერის მოადგილეებმა, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ეწვია ლისაბონის სოცუიალური სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, პორტუგალიის სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)