16:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 16:06:37, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე უპერსპექტივო და დამაზარალებელია

დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

მისი თქმით, მარტივი შედარებები აჩვენებს, რომ „უპერსპექტივო და დამაზარალებელია“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე.

„დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას. პირველი, რაც გამახსენდა, იყო ივანიშვილის დაპირება - 2017 წელს ძალიან კარგად ვიცხოვრებთო. ახლა გვპირდება, რომ 2027 წელს გავაორმაგებთ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ)-ს და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 9 000 დოლარს გადასცდება. 

2012 წელს, როცა „ოცნებამ“ ჩაიბარა ძალაუფლება, მსოფლიო ბანკის მონაცემებით (იხ. შესაბამისი ლინკი), შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (ჯდპ) 4 421 აშშ დოლარს შეადგენდა. 2017 წელს, როცა ქვეყანაში არც პანდემია იყო და არც სხვა საშიშროება, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე  4 357 აშშ დოლარი იყო, ანუ დაიკლო 64 $-ით.  2021 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იყო 5 047 $ - 10 წლის მანძილზე ეკონომიკა 14%-ით გაიზარდა, ანუ საშუალოდ ყოველწლიურად 1,1 %-ით იზრდებოდა და თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას, ეკონომიკა ფაქტობრივად შემცირდა. 

შედარებისთვის, 2004 წელს შემოსავალი ერთ სულზე შეადგენდა  
1 305 დოლარს, 2012 წელს კი - 4 421 დოლარს, ანუ ეკონომიკა 9 წელიწადში სამნახევარჯერ გაიზარდა. რომ არა 2008 წლის ომი და მაშინდელი ხელისუფლების მიერ ბიზნესის მიმართ დაშვებული შეცდომები,  ეკონომიკა მინიმუმ 5-ჯერ გაიზრდებოდა. 

ეს მარტივი შედარება გვიჩვენებს, რამდენად უპერსპექტივო და დამაზარალებელია ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე.

ევროპა, რომელიც არ უნდა ივანიშვილს, ჩვენ გვინდა სწორედ იმიტომ, რომ თავდადებული პროფესიონალების მართვის პირობებში, გავაორმაგებთ და გავაოთხმაგებთ ეკონომიკას. ერთადერთი ბარიერი ამ პროცესში, როგორც ეს გასულმა ათმა წელმა გვიჩვენა, არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული, უსამართლო, უპერსპექტივო, შიშზე და ვასალურ, ბატონყმურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული მმართველობა. ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ.

ქართული საზოგადოების მშვიდობიანი და შეუპოვარი  ბრძოლა თავისუფალი, უკეთესი მომავლისთვის შედეგს გამოიღებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!  ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია“,- განაცხადა ოქრიაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics