|
2022-07-11 11:54:53, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება - პრეზიდენტმა ჯარს ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიის დაბრუნება უბრძანა
უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომელიც აღჭურვილია დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნოს სამხრეთი ტერიტორია რუსეთისგან, განუცხადა The Times-ს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ოლეკსი რეზნიკოვმა მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიას უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შედგენა დაავალა. შემდეგ გენერალური შტაბი აკეთებს საშინაო დავალებას და ამბობს, თუ რა გვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად, ეს ჩემი სამუშაოა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟჟიის მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად მოეხდინათ ევაკუაცია ყველა არსებული საშუალებით. მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლონ ეს ტერიტორიები მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)