|
2022-07-09 12:48:09, 908 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება დიღმის მასივში გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღეს, 17:00 საათიდან საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები. სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეებით. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი Salien დაასრულებს. უწყების ცნობით, ფესტივალის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა. „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)