11:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 12:07:51, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - ოპერატიული პაუზა, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა, მსგავსი არაფერი არ მომხდარა

მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, რუს ოკუპანტებს ოლქის ტერიტორია მთლიანად ოკუპირებული აქვთ.

„მტერი ცდილობს, რომ ოლქში საოკუპაციო ხაზი გაავლოს. რაც შეეხება ოპერატიულ პაუზას, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა. ტერიტორია სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა. საცხოვრებელი ფონდი, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ინფრასტრუქტურული ობიექტები მთლიანად დანგრეულია”- განაცხადა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics