|
2022-07-08 10:23:22, 2496 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ
ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პუტინის განცხადებას უკრაინის ომზე. მისი თქმით, კონკრეტული Z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. „არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა. მხოლოდ კონკრეტული Z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არაერთხელ სმენია, რომ დასავლეთს უნდა რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე სურს. რაც არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“,- განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)