|
2022-07-07 19:45:18, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - მზად ვართ, აგრესიულ რიტორიკასა და კამპანიაზე მორატორიუმი გამოვაცხადოთ
ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, მზად არიან სიძულვილის ენაზე მონატორიუმი გამოაცხადონ. "ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიასა და ა.შ. კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით. დეპოლარიზაციის რეცეპტი არის ყველა პოლიტიკური პარტიის მონდომება, პოლიტიკური ნება, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე, აგრესიულ რიტორიკასა და ა.შ. ეს ყველა ჩვენგანის ხელშია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აგრესიული რიტორიკისა და სიძულვილის ენის შემცირება ჩვენი საზოგადოების ინტერესშია. ეს არის სწორედ იმ ინტერესში, რომელიც უკავშირდება საქართველოს გზას ევროკავშირისკენ ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)