18:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 16:48:00, 1053 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილმა მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა ოჯახისთვის, მისი დასანქცირებით საქველმოქმედო პროექტები რისკის ქვეშ დგება

ვიღაც არახამიას სურს რომ  დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანოშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ.

მისივე თქმით  ივანიშვილს 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე და აგრძელებს სხვადასხვა   პროექტის განხორციელებას.

"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი ოჯახისთვის იტოვებდა მხოლოდ 200 მლნ დოლარს და დანარჩენს მოახმარდა ქველმოქმედებას, ასეთ დროს  როდესაც ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს,სურს რომ  დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, . ივანიშვილს 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე უამრავი პროექტია მომავალშიც დაგეგმილი, მათ შორის  ისევ და ისევ ტაძრების მოვლა-პატრონობა-აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა ჯერ სერიოზული პრობლემები და უნდა, იგივე პრობლემები ან მსგავსი შექმნას ახლა საქართველოშიც. ესეთი სანქციები ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის განსახორციელებელი პროექტები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს. უნდათ უარესი და ამ უარესს მე არ ვიტყვი,"- აცხადებს კობახიზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics