|
2022-07-07 11:20:27, 1441 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა მხარემ ზმეინის კუნძულზე სარაკეტო იერიში განახორციელა
რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ოდესის რეგიონზე.ამის შესახებ ოდესის სამხედრო შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ზმეინის კუნძულის ნავმისადგომი ორი რაკეტის სროლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. " განადგურდა 35 ტონა მარცვლეული, ზმეინის კუნძულის ნავმისადგომი ორი რაკეტის სროლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა,"-განაცხადა ბრაჩუკმა. შეგახსენებთ, რომ, 6 ივლისს მტერმა სცადა დარტყმა ზმეინის კუნძულზე და ჩაატარა დაზვერვითი სამუშოები. 30 ივნისს რუსეთმა დაადასტურა ჯარების გაყვანა ზმეინის კუნძულიდან, რომელიც მან დაიპყრო 24 თებერვალს - სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის ოკუპაციის მთელი პერიოდის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა განიცადეს მძიმე დანაკარგები ტექნიკითა და პერსონალით და საბოლოოდ იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)