|
2022-07-07 10:57:32, 1438 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენპროკურორი - რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს ვიძიებთ
24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ ვიძიებთ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. BBC-სთან საუბრისას ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად იღებს ცნობებს 200-დან 300-მდე სამხედრო დანაშაულის შესახებ. მან აღიარა, რომ ბევრი სასამართლო პროცესი დაუსწრებლად ჩატარდება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დევნის გაგრძელება "სამართლიანობის საკითხია". "რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც კლავდნენ, აწამებდნენ ან გააუპატიურეს მშვიდობიანი მოქალაქეები, უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც ისინი ყველანი იქნებიან სასამართლოში, ჩვენ ვმუშაობთ რეგიონებში თუმცა ვერ შევძელით ყველა საქმის სწორად და ეფექტურად გამოძიება, ზოგიერთ ადამიანთან და ზონებთან წვდომის ნაკლებობის გამო."- განაცხადე პროკურორმა.
პირველ რუს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინაში გაასამართლეს, სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინას უწოდა "დანაშაულის სცენა" და გაგზავნა ქვეყანაში დეტექტივების უდიდესი გუნდი, რათა დაეხმაროს მრავალ გამოძიებას. თუმცა, რუსეთმა არაერთხელ უარყო ომის დანაშაულების ბრალდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)