20:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 18:29:12, 970 ნახვა

პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ჩვენ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოვემზადოთ

ჩვენ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოვემზადოთ. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მისივე თქმით,ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს.

"ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს. ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა".  - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics