|
2022-07-06 16:43:58, 2177 ნახვა
საზოგადოება
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. აღნიშნული რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ - ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებაში. „რეგლამენტით შემუშავებულია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არეგულირებს შედეგ საკითხებს:
რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიღებულია 1989 წლის 30 ნოემბრის 89/654/EEC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაცის ფარგლებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5512758?publication=0
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)