|
2022-07-06 12:18:20, 764 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს ჰენრი ბლუმბერგს, სებასტიან განიეს და რასელ კემპკერს შეხვდა. მხარეებმა სამედიცინო ჰოლდინგის სექტორში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. უწყების ცნობით, როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, იგეგმება სამედიცინო ჰოლდინგისა და ტუბერკულოზის ცენტრის კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით გააქტიურება. მისი თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც საქართველო-ემორის ტუბერკულოზის (TB) კვლევის სასწავლო პროგრამა გაიარეს. „პროგრამის ფარგლებში, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ორმოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი „ემორის უნივერსიტეტის“ სტიპენდიატი გახდა, მათ წინასადოქტორო და სადოქტორო სემესტრების სრული კურსი ტუბერკულოზის სფეროში აქტიური კვლევების მიმართულებით უკვე გაიარეს. შეხვედრას, ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ლადო შელია და ჰოლდინგის მართვაში შემავალი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)