|
2022-07-05 20:19:21, 1027 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - გვაქვს შანსი, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ იმგვარად, რომ წყალტუბოს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდეს
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე"- მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს, პრეზენტაციის სახით წყალტუბოში მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წარუდგინა. ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. „წყალტუბო არის ჩვენი უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში კურორტმა თავისი დიდებულება დაკარგა, ამ პერიოდში ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და იმგვარად აღვადგინოთ, რაც წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს ნამდვილად დაუბრუნებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, წყალტუბოს აღდგენის პროექტი სამთავრობო გუნდი კოორდინირებულად მუშაობის შედეგია. „როგორც ყველამ იცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო კურორტ წყალტუბოს სრულყოფილად და სრულად აღდგენა და ამაზე სამთავრობო გუნდი მუშაობს ერთსულოვნად, მაღალ დონეზე კოორდინაციით. მსურს მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობდა იმისთვის, რომ კურორტის განვითარება იყოს გეგმაზომიერი, ისეთი, რომ შევინარჩუნოთ კურორტის მთავარი ღირებულება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც წყალტუბოს გააჩნია", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)