10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:45:03, 1141 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად „საქართველოს ბანკის“ მიერაა დაფინანსებული.

„დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, „საქართველოს ბანკი“ გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, სასტუმრო პირველ დამსვენებელს უმასპინძლებს“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ნანული მაღრაძე.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics