|
2022-07-05 12:02:21, 873 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 71 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა
საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 097 346 ლარით დაფინანსდა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, წყალარინების ქსელი 14 მისამართზე განახლდა, 28 ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ოთხი ქანობიანი და 10 ბრტყელი სახურავი შეკეთდა, სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები შვიდ მისამართზე ჩატარდა, ორ მისამართზე კი, სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები განხორციელდა. აგრეთვე, ამ პროგრამის ფარგლებში, მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. საბურთალოს გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)