|
2022-07-05 10:44:44, 912 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 89 ავტომობილით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - თბილისის საპატრულო პოლიციას "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 89 ავტომანქანა გადაეცა. ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ხოლო გასულ თვეში ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია პოლიციელთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)