19:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 16:01:12, 1172 ნახვა

მსოფლიო
მეწყერი ინდოეთის შტატ მანიპურში - 42 ადამიანი დაიღუპა, 20 დაკარგულად ითვლება

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ მანიპურში, მასიური მეწყრის შემდეგ, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამაშველო ჯგუფები 20-მდე დაკარგულს ეძებენ 

მეწყრმა, რომელიც რკინიგზის სამშენებლო მოედანს დაეჯახა, ძირითადად მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისე ძალების წევრები იმხვერპლა. 

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა.

ცნობისთვის, მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია ძლიერი წყალდიდობა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში, განსაკუთრებით ასამში, მანიპურში, მეგალაიასა და ტრიპურაში.

ზემოქმედება განსაკუთრებით მძიმე იყო ასამში, სადაც წყალდიდობასა და მეწყერს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მილიონობით ადამიანს კი იძულებით გადაადგილება მოუწია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics