21:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 21:54:14, 1308 ნახვა

პოლიტიკა
დიღმელაშვილი - დავრჩეთ აქ დილამდე, მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ საკუთარი ქვეყნისთვის

მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეილება მერე ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ აქცია "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორმა და სახალხო მოძრაობის "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. 

დიღმელაშვილმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ სამოქმედო გეგმის აღსრულებისთვის მიაქციონ ყურადღება პარლამენტს. 

"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, იმიტომ რომ სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომაც ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ნაწილს. ახლა რაც შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც და ეს გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს. შეგიქმნით ყველა კომფორტს, რომ თქვენი აქ ყოფნა იყოს ადვილად გადასატანი, მაგრამ მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეილება მერე ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში.

ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს 12 პუნქტის შესრულებას და ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, რათა იყო შორს რუსული სფეროსგან, ახლოს ევროპულ ოჯახში.

მოვუწოდებ ოპოზიციას, მხოლოდ ამ სამოქმედო გეგმისთვის აღირსონ საკუთარი ყურადღება ამ პარლამენტს, მხოლოდ ამისთვის",- განაცხადა დიღმელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.  სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. 

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics