|
2022-07-03 11:15:04, 1919 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს გენმდივნის მოადგილე - რუსეთი ცდილობს მოლდოვას დესტაბილიზაციას, მაგრამ არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები
უკრაინაში სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში რუსეთი ცდილობს მოლდოვას დესტაბილიზაციას , მაგრამ მას არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები დნესტრისპირეთში დაშვებისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა გეოანამ განაცხადა. ჯოანმა აღნიშნა, რომ ახლა ნატო ვერ ხედავს ნიშანს, რაც გამოიწვევს შიშს რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ მოლდოვაში. „რუსეთის ფედერაციას არ აქვს სამხედრო პოტენციალი, მაგრამ არის ზეწოლის ელემენტები, დესტაბილიზაცია, განცხადებები და მუქარა დიმიტრი მედვედევის მხრიდან“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)