|
2022-07-02 12:32:42, 1169 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. უწყების ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ზურაბ ჩხაიძე, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს აკაკი ესანჯიას და უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს და ნიკოლოზ ცირეკიძეს; ქალაქ ბათუმის მერმა უფროსი მექანიკოსები - ომარ ლომიძე და ალი სარიშვილი, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა უფროსი მექანიკოსები - ლაშა თავაძე და სტეფანე ვართანიანი დააჯილდოვეს. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს ბანკმა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა" 2022-2023 სასწავლო წლის ღირებულება დაუფინანსეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტს, საკრუინგო კომპანიამ Queensway Navigation Co. „უფროსი მექნიკოსი ჯიმშერ დევაძის სახელობის სტიპენდია" დაუწესა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს პაატა გორგილაძეს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერის ლალი ხვედელიძის ინიციატივით, სტიპენდიები დაენიშნა ამავე უნივერსიტეტის 5 წარჩინებულ სტუდენტს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია. ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა - საზეიმო მსვლელობა მოეწყო სასულე ორკესტრის თანხლებით ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ, რომელშიც მონაწილეობდნენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები. ღონისძიება გაგრძელდა ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, სადაც სადაც მოეწყო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხეები, ანიმატორებით და მიმებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით - ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და „ტექნოპარკი ბათუმის" შემეცნებით-ტექნოლოგიური პავილიონი. მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდმა, საღამოს კი ახალი პროგრამით დაასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)