|
2022-07-01 17:14:33, 525 ნახვა
საზოგადოება
სართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია გაიხსნა
„რე-მარკეტი" − სივრცე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზ. №8-ში მდებარეობს. მომხმარებელს მაღაზიაში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნახატების; ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარების შეძენა შეუძლია, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „რე-მარკეტი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია და ის აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით მსჯავრდებულების შემოსავალი გაიზრდება, ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელიც ჩაერთვება პროექტში, შესაძლებლობა აქვს, გათავისუფლების შემდგომ გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა მაღაზიასთან და დაწესებულების დატოვების შემდეგაც შეინარჩუნოს სტაბილური შემოსავალი, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაღაზიაში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ტყავის ჩანთები, საფულეები, სამაჯურები და აქსესუარები, რომლებსაც მსჯავრდებულები ხელით ქმნიან. ამისთვის მათთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ყველანაირი პირობაა შექმნილი. მსჯავრდებულების ინდივიდუალური დასაქმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოწყობილია სამუშაო სივრცეები, ოთახები აღჭურვილია 3D პრინტერითა და გრავირების აპარატით, რომლის მეშვეობითაც მსჯავრდებულები სხვადასხვა დიზაინის აქსესუარს ამზადებენ. მაღაზიის განვითარების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისტანციურ რეჟიმში ნივთების შეძენა. ასევე, თბილისის მასშტაბით ამოქმედდება საკურიერო მომსახურება და მიტანის სერვისი.
„რე-მარკეტი" დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)