02:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:19:15, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი კრემენჩუკზე - სოლიდარობას უკრაინას, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!

კიდევ ერთხელ ვიტყვი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!,- ასე გამოეხმურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშს.

ზურაბიშვილი უკრაინელ მეგობრებს სოლიდარობას უცხადებს.

„როგორც ვხედავთ კრემენჩუკის სურათებს, კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმის ფონზე, გამოვხატავ ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინასთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, რუსმა დამპყრობლებმა პოლტავას ოლქის კრემენჩუგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის სტადიონს კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ  იტყობინება, რომ ოკუპანტებმა კრემენჩუკის სავაჭრო და გასართობ ცენტრს Tu-22M3 შორ მანძილზე ბომბდამშენებიდან რაკეტები ესროდნენ. მტრის თვითმფრინავები აფრინდნენ შაიკოვკას აეროდრომიდან, გაშვებები განხორციელდა კურსკის რეგიონიდან.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კრემენჩუგში სავაჭრო და გასართობ ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამ დროისთვის ცნობილია 21 დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულის შესახებ (მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია). კიდევ 29-მა ადამიანმა მიიღო ამბულატორიული დახმარება (ჰოსპიტალიზაციის გარეშე), მათ შორის ორი ბავშვია. თავდასხმის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics