19:34 - 03 Jul, 2026
|
2022-06-27 13:58:08, 1188 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში ღამის კლუბში 21 ახალგაზრდა გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს
სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისთ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბში 21 ადამიანი გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სკოლის გამოცდების დასრულებას ზეიმობდნენ. ადგილობრივმა პოლიციის ცნობით, დაღუპულები 13-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ, მაგრამ მსხვერპლთა დეტალური სია ჯერ არ არის მომზადებული. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, სამართალდამცავებს ეჭვი სასმლით ინტოქსიკაციაზე აქვთ. ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. ცხედრები ექსპერტიზის ჩასატარებლად არის გადასვენებული. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ „უღრმესი მწუხარება“ გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. სამხრეთ აფრიკაში სასმელის კანონიერი მინიმალური ასაკი 18 წელია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)