|
2022-06-26 15:52:25, 1830 ნახვა
საზოგადოება
Etias system - 2023 წლიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი იქნება
2023 წლის მაისიდან ევროკავშირი ETIAS-ის სისტემას დანერგვას გეგმავს,- გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ვიზას არ საჭიროებენ, მოგზაურობამდე ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია და თანხის გადახდა მოუწევთ. ETIAS ვიზასთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი პროცედურაა - საჭიროა ონლაინ კითხვარის შევსება, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას არ ითხოვს. 18-დან 70 წლამდე პირებისთვის გამგზავრების უფლების მოპოვება 7 ევრო ეღირება, უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოგზაურებს. სისტემა ამოქმედდება ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ადრე ვიზა არ სჭირდებოდათ. ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხო. განმცხადებლის მოთხოვნა მალევე -"რამდენიმე წუთში", მსურველთა დაახლოებით 95%-ს დაუკმაყოფილდება. თუმცა, გამონაკლისის შემთხვევაში, დამტკიცების მაქსიმალური დრო ერთი თვე შეიძლება იყოს. ნებისმიერს, ვისი მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება, გასაჩივრების უფლება ექნება. ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა. თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში, მას 96 საათის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ. ევროპული საბჭოს განცხადების მიხედვით, მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)