04:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 18:06:27, 877 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე საოკუპაციო ხაზზე - აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, რაზე უნდა ჩავიდე?

აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ?, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი. 

"მე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან. 
მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან. ჯერ ერთი, აღმასრულებელი ხელისუფლება, არამარტო ჩადის, პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას, არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელ ხელისუფლება არის ამაში ჩართული. თქვენ გგონიათ იქ გაზი რომ მიდის და წყალი რომ მიდის და გზა რომ მიდის, თქვენ აკეთებთ ამას, თუ ვინ აკეთებს? დიან, ჩადიან, აბა პრობლემებს ხო უნდა გაეცნონ. ადგილზე არ ჩადიან?

მილიონი ვიზიტი არის იმ ტერიტორიებზე. თქვენ არ ინტერესდებით რატომ იცით? მილიონი პროექტი განხორციელდა, ზუსტად იმ ზონაში მათ შორის, გაზი, წყალ და ა.შ. რაც მოსახლეობას აწუხებს. ერთი არ გაგიშუქებიათ თქვენ ტელევიზიებში. რატომ იცით? თქვენ კი არ გაინტერესებთ იმ ადამიანების პრობლემები, თქვენ გაინტერესებთ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში...

აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ? მითხარით, დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? როცა არის კონკრეტული უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რატომ უნდა ჩავიდე იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics