13:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 12:13:41, 819 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია, ჯამში, 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად დაიხურება ეს თემა, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ და უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი იქნება ბინებით დაკმაყოფილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics