09:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 13:52:31, 955 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს

,,საქართველოს კონსტიტუციაში  ჩემი ხელით ჩავწერე 78-ე მუხლია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცეები რაღაცეებს საუბრობენ და რაღაც უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მუხლს, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპულობას იბრალებს. 

,,ჩვენ ჩავწერეთ და ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა, ხმა არ მისცა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში.  ასევე, იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად. ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო.,’’ - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics