09:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 12:36:31, 830 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი აქციზე - იქ იყვნენ გასულები ჩემი მეგობრებიც, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლები არიან

იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა 20 ივნისის აქციის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას გამოიწვევდა. 

"საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას ევროკავშირის. რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ისინიც და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ამ პოლიტიკოსის",- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. 

დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics